ჩემი პროექტი


პროექტის სახელწოდება:
ელექტრონულ მოვლენებთან დაკავშირებული ექსპერიმენტების დაგეგმვა-ჩატარება.
·        პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებმა ისწავლონ ელექტრონულ მოვლენებთან დაკავშირებული ექსპერიმენტების (დენის ძალის, ძაბვის, წინაღობის, კუთრიწინაღობის გაზომვა. გამტარების მიმდევრობით და პარალელურად შეერთება, სიმძლავრის და დახარჯული ენერგიის გამოთვლა. მაგნიტური მოვლენების ახსნა და გამოყენება) დაგეგმვა და ჩატარება. საჭირო ხელსაწყოების მოძიება-დამზადება.

·        პროექტის აქტუალობა:
პროექტი იმით არის აქტუალური, რომ დღეს პრაქტიკულად ელექტრო ენერგიის და ელექტრული ხელსაწყოების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, ამიტომ ჩვენი ვალია მომავალ თაობებს ვასწავლოთ ელექტრო ენერგიის სწორად მოხმარება და ელექტრული ხელსაწყოების, ტექნიკის გამოყენება.

·        პროექტის მიზნები:
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ისწავლიან, ელექტრულ წრედებთან მუშაობას, თითოეული ელექტრული ხელსაწყოს პრაქტიკაში გამოყენებას და დანიშნულებას. მონაცემების აღრიცხვას, დამუშავებას და დასკვნების გაკეთებას.

·        მონაწილეთა ასაკი:    16 წელი
·        ვადები/ხანგრძლივობა:
დაწყება 01/10/2018-დან  დასრულება  31/05/2018 წელს

·        მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მომავალ წელს გავაგრძელებთ პროექტს სახელწოდებით „ მექანიკური და ელექტრული რხევების შესწავლა“.

·         პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
რეზისტორები, ამპერმეტრი, ვოლტმეტრი, მულტიმერი, ჩამრთველ-ამომრთველები, რეოსტატი, ინდუქციური კოჭა, ტრანსფორმატორი, ნათურები, ფერომაგნიტური გულარი, კონდესატორი, სადენები, მუდმივი და ცვლადი დენის წყაროები.
·        პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.      დენის ძალის გაზომვა.
2.      ძაბვის გაზომვა.
3.      ომის კანონის შემოწმება წრედის უბნისთვის და სრული წრედისთვის.
4.      გამტარის კუთრი წინაღობის განსაზღვრა.
5.      დენის წყაროს შიდა წინაღობის განსაზღვრა.
6.      გამტარის წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტის განსაზღვრა.
7.      გამტარების მიმდევრობით და პარალელურად შეერთების შესწავლა.
8.      კონდესატორების მიმდევრობით და პარალელურად შესწავლა.
9.      ელექტროლიზის შესწავლა. ელექტროქიმიური ექვივალენტის განსაზღვრა.
10.  მაგნიტური მოვლენების ახსნა ექსპერიმენტების საშუალებით.
11.  ტრანსფორმატორის შესწავლა.


·        საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:    მათემატიკასთან და ქიმიასთან.

·        პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ჯუმბერ გიორგაძე.
     
·        ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:


·        პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:
Jumbergiorgadzeblogpost.com          (ჯუბას ბლოგი)


No comments:

Post a Comment