გაკვეთილის გეგმა და მისი კომპონენტები

იხილეთ ჩემი გაკვეთილის გეგმა ლინკზე 


გაკვეთილის გეგმა
ასწავლებელი:                     ჯუმბერ გიორგაძე
საგანი : ფიზიკა
კლასი: X
თემა: ომის კანონი სრული წრედის უბნისათვის
გაკვეთილის ხანგრძლივობა        45 წთ
ეროვნული სასწავლო გეგმი სტანდარტი:
კვლ.X.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
       შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
·         განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს.
·         განსაზღვრავს კვლევის პირობებს და ჩატარების ეტაპებს.
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს, ასაბუთებს არჩევანს.
·         განსაზღვრავს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები).
კვლ.X.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
               შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
·         იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;
·         აკვირდება, ზომავს, იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით  რეგისტრირებისთვის (მაგ.,  ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა ქრონოლოგიურად);
·         იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 
ფიზ.X.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი შეფასება.
                 შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
·         განიხილავს, საკმარისია თუ არა მონაცემები (რაოდენობრივად და თვისებრივად) გამოთქმული ვარაუდის დასადასტურებლად ან დასკვნის გამოსატანად.
·         ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს, განსხვავების შემთხვევაში ხსნის მიზეზებს.
·         განიხილავს დაკვირვებისა და გაზომვების დროს გამოვლენილ მოულოდნელობებს, ცდილობს მათ ახსნას.


გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები წინარე ცოდნის საფუძველზე წარმატებით, შეძლებენ ცდის დაგეგმვას, ჩატარებას, ფიზიკური სიდიდეების გაზომვას და აღრიცხვას დაკვირვებათა ცხრილში,  გააკეთებენ სწორ დასკვნას, რის შედეგადაც სწორად შეძლებენ ომის კანონის ჩამოყალიბებას სრული წრედის უბნისათვის.
მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა: კვლევა
სამეცნიერო პრაქტიკები:
1.      საკვლევი შეკითხვის დასმა;
2.      კვლევის დაგეგმვა და ჩატარება;
3.      მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია;
4.      არგუმენტირებული მსჯელობა;
საჭირო წინარე ცოდნა და უნარჩვევები:
1.      ომის კანონი წრედის უბნისთვის
2.      დენის ძალის მცნება და გაზომვა
3.      ძაბვის მცნება და გაზომვა
4.      გამტარის წინაღობის მცნება და გამოთვლა
5.      ამპერმეტრის, ვოლტმეტრის და რეზისტორის დანიშნულება და ექსპლუატაციის წესები
6.      პროპორციული და უკუპროპორციული სიდიდეების მცნება
7.      წინაღობის გამოთვლა მიმდევრობითი და პარალელური შეერთების დროს.
8.      ხელსაწყოებზე დატანილი ქარხნული მონაცემების წაკითხვა და მათი დანიშნულება.

საჭირო მასალები და რესურსები:
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ამპერმეტრი, ვოლტმეტრი,  რეზისტორები, მუდმივი  დენის წყარო, მიმყვანი სადენები, ჩამრთველ-გამომრთველი.
A ფაზა
აქტივობა N1:
საშინაო დავალების შემოწმება: ინდივიდუალური  3 წთ
აქტივობის მიზანი:
საშინაო დავალების შემოწმება, თემის გამოკითხვა.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი კითხვა-პასუხის მეთოდით მოსწავლეებს გამიკუთხავს  გაკვეთილის თემას და შეამოწმებს საშინაო დავალებას.
აქტივობა N 2:
გონებრივი იერიში: მთელი კლასი   3 წთ.
აქტივობის მიზანი:
 მოსწავლეებმა გააქტიურონ წინარე ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ ახალი მასალის სწორად გააზრებაში
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები უპასუხებენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს და გაიხსენებენ რა არის  დენის ძალა, ძაბვა, ჩამოაყალიბებენ ომის კანონს წრედის უბნისთვის,  რისთვის გამოვიყენოთ  ამპერმეტრი და ვოლტმეტრი.
B ფაზა
აქტივობა N3:
ახალი მასალის ახსნა        მთელი კლასი      8 წთ
აქტივობის მიზანი: ახსნის მეთოდი მინი ლექცია
მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნას ახალი მასალა, განმარტავს ომის კანონს სრული წრედის უბნისთვის და დაწერს შესაბამის ფორმულებს, დენის წყაროს შიდა წინაღობას, მოკლე ჩართვის დენს და მისი თავიდან აცილების მეთოდებს. აძლევს მითითებებს ექსპერიმენტის ჩატარებისთვის.
აქტივობის აღწერა:
უხსნის ომის კანონს სრული წრედის უბნისთვის, დაფაზე ხაზავს შესაბამის წრედს და სწერს ფორმულებს. ვუხსნი  დენის წყაროს შიდა წინაღობას და მოკლე ჩართვის დენს, ვაძლევ მითითებას ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ცდის ჩატარებამდე მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს მის მიერ დასმულ კითხვებზე, დენის წყაროს ე. მ. ძალა და გარე წინაღობაზე ვარდნილი ძაბვა არის თუ არა ტოლი? დენის წყაროს შიდა წინაღობა და გარე წინაღობა ახდენს თუ არა გავლენას წრედში გამავალი დენის სიდიდეზე და წინაღობებზე ვარდნილ ძაბვაზე? ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ შეამოწმებენ მათი ვარაუდების სიზუსტეს.

აქტივობა N4:
ექსპერიმენტი: მთელი კლასი     12 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები ნახაზის და საჭირო ხელსაწყოების გამოყენებით შეძლებენ ექსპერიმენტის სწორად ჩატარებას, მის მართებულ ანალიზს და მათი ვარაუდების შემოწმებას.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს  აძლევს დავალებას დაგეგმონ ჩაატარონ ექსპერიმენტი ამპერმეტრის, ვოლტმეტრის,  რეზისტორების, მუდმივი დენის წყაროს, მიმყვანი სადენების, ჩამრთველ-გამომრთველის გამოყენებით (ექსპერიმენტი ჩატარდება ორ ნაწილად 1-ველ ნაწილში წინაღობად გამოიყენებენ ჯიბის ფანრის ნათურას, ხოლო მეორე ნაწილში 27 ომიან გამტარს), მონაცემები შეიტანონ დაკვირვებათა ცხრილში.







აქტივობა N5:
გამოთვლების შესრულება:  ინდივიდუალური        15 წთ

აქტივობის მიზანი:  
დაკვირვებათა ცხრილში აღრიცხული მონაცემების და შესაბამისი ფორმულების გამოყენებით შეასრულებენ გამოთვლებს და გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს.

აქტივობის აღწერა:
მონაცემების და ფორმულების გამოყენებით გააკეთონ შესაბამისი გამოთვლები  და დაადგინონ, დენის წყაროს   ე. მ. ძალა და წინაღობაზე ვარდნილი ძაბვა არის თუ არა ერთნაირი, წინაღობის სიდიდეზე როგორა დენის ძალა და ძაბვა დამოკიდებული, განსაზღვრონ დენის წყაროს შიდა წინაღობა.
გამოთვლებისათვის  საჭირო ფორმულები:


C ფაზა
აქტივობა N 6
აქტივობის მიზანი:
საშინაო დავალების მიცემა: მთელი კლასი        2 წთ
აქტივობის აღწერა:
ასწავლებელი ამოცანათა კრებულიდან დავალებად აძლევს ორ ამოცანას ომის კანონი სრული წრედისთვის. მოიძიონ ინფორმაცია გეორგ ომზე და მისი კანონების ელექტროტექნიკაში გამოყენებაზე. გააკეთონ პრეზენტაცია.
აქტივობა N7
შეფასება:                          2 წთ.
განმსაზღვრელი, განმავითარებელი (კომენტარი)
მის მიერ წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმებით აძლევსგანმსაზღვრელ შეფასებას.

შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
1-4
არადამაკმა
ყოფილებელი
5-6
დამაკმა
ყოფილებელი
7-8
კარგი
9-10
ძალიან კარგი
1, საშინაო
დავალება
დავალება არა
სწორად აქვს შესრულებული,
არ იცის
 პარაგრაფში
განხილული
ცნებები და
ფორმულები
დავალება
ნაწილობრივ
სწორად აქვს შესრულებული,
იცის
პარაგრაფში
განხილული
რამდენიმე
ცნებები და
ფორმულები
დავალება
შესრულებული
აქვს უმნიშვნელო
 ხარვეზებით,
იცის
პარაგრაფში
განხილული
ძირითადი
ცნებების და
ფორმულების
უმრავლესობა.
დავალება სწორად
აქვს შესრულებული
გამოყენებული აქვს თვალსაჩინოებები.
სრულად იცის
 პარაგრაფში
განხილული
ცნებები და
ფორმულები.
2, წინარე
ცოდნა

არ იცის ომის
კანონი წრედის
უბნისთვის დენის
ძალას, ძაბვის,
წინაღობის
ერთეულები
და გამზომი
ხელსაწყოები.
არ იცის ომის
კანონი წრედის
უბნისთვის, იცის
 დენის ძალის,
ძაბვის,
წინაღობის
ერთეულები
და გამზომი
ხელსაწყოები, არ
იცის მათი
გამოყენების
წესები.
 იცის ომის
კანონი წრედის
უბნისთვის,
 დენის ძალის,
ძაბვის,
წინაღობის
ერთეულები
და გამზომი
ხელსაწყოებების
გამოყენების
წესები.
 იცის ომის
კანონი წრედის
უბნისთვის,
 დენის ძალის,
ძაბვის,
წინაღობის
ერთეულები,
განმარტებები,
ფორმულები და
 გამზომი
ხელსაწყოებების 
გამოყენება
3, ომის
კანონი
სრული
წრედის
უბნისთვის
არ იცის ომის
კანონი სრული
წრედისთვის,
 შიდა და
გარე წინაღობის
გამოთვლა,
არ იცის მოკლე
ჩართვის დენი.
ნაწილობრივ
 იცის ომის
კანონი სრული
წრედისთვის,
  შიდა და გარე
 წინაღობის
გამოთვლა.
  მოკლე
ჩართვის დენი
არ იცის მისი
თავიდან
აცილების წესები
იცის ომის
კანონი სრული
წრედისთვის,
 ცოტა უჭირს
 შიდა და გარე
წინაღობის
გამოთვლა,
 იცის მოკლე
ჩართვის დენი
და მისი თავიდან
აცილების წესები


იცის ომის
კანონი სრული
წრედისთვის,
  შიდა და გარე
წინაღობის გამოთვლა
 ცდის ჩატარება
  მოკლე
ჩართვის დენი
და მისი
თავიდან
აცილების წესები.






No comments:

Post a Comment